LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გწერ როგორც მშობელი მშობელს, კოლეგა კოლეგას… ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემს მდგომარეობაში“ – ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას მიმართავს

210
ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ მან „მოშიმშილე პატიმრის მიმართ საკუთარი, როგორც ექიმის, ჰუმანისტისა მშობლის დამოკიდებულება გამოხატოს.“

როგორც ყოფილი პრეზიდენტის მამა წერს, ეს, როგორც მოქალაქის ვალიცაა.

„გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას-სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით.

ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის და მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა. გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად.

იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაჰყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტყინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი. დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია.

ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყოვნებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციო ჰოსპიტალში.

გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემ მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!“- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

magti 5g