LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

457
ლიზა იასკო

უკრაინის რადის დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვეტია. როგორც იასკომ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი მას ნორმალურ კერძო კლინიკაში გადაიყვანენ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა იყო ის, რომ მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი მას ნორმალურ კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც იქნება ნორმალური სამედიცინო აღჭურვილობა, სადაც შესაძლებელი იქნება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ახლა ეს არ ხდება და ამიტომ მას შიმშილობა არ შეუწყვეტია,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

როგორც მანვე აღნიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. რადას დეპუტატის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში.

„არ მგონია, აქ ნორმალური პირობების რამე ნიშანი იყოს. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.

ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ხმა ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს,“- აღნიშნა იასკომ.

 

პოპულარულები