„კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი,“ - განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა,
ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე და სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მათი ინტერპრეტაცია არაა.
„ის არ აღიარებდა და დღემდე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იმ ადამიანის შეწყალებაზე, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და არ მიიჩნევს, რომ მოქალაქეების წინაშე მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია, ძალიან უსინდისო პოზიციაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის განცხადებით, აქ ნაკლებადაა სააკაშვილის პრობლემა. მისი განცხადებით, მიზანია რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს სახელმწიფოს.