LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა, იცოცხლე, უნდა გადარჩე! უშენოდ ქვეყანა თავს დაკარგავს: გია ბუღაძე

117
გია ბუღაძე

მიშა იცოცხლე, უნდა გადარჩე! უშენოდ ქვეყანა თავის თავს დაკარგავს, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მხატვარმა მესამე პრეზიდენტს ძალების მოკრება სთხოვა, რადგან, მისი თქმით ის ქვეყანას ჭირდება.

“კიდევ მეორე პრეზიდენტი მოვკლათ და შევეგუოთ ამას?! – არა! მიშა იფიქრე დედაშენზე, შენ შვილებზე და ჩვენზეც იფიქრე” – მიმართა ბუღაძემ სააკაშვილს

“მიშა იცოცხლე, უნდა გადარჩე! უშენოდ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. თავის თავს დაკარგავს, ასე არ შეიძლება. ძალიან გთხოვ, მოიკრიბე ძალები. შენ ჭირდები საქართველოს, შენ ჩვენ გვჭირდები. აბა ნახე, რამდენ ადამიანს მოუკლავ გულს, თუ ისე დამთავრდება, როგორც ამ გარეწრებს – პუტინის მონებს უნდათ. კიდევ მეორე პრეზიდენტი მოვკლათ და შევეგუოთ ამას?! – არა! მიშა იფიქრე დედაშენზე, შენ შვილებზე და ჩვენზეც იფიქრე – საქართველოზე იფიქრე. ცოცხალი გვჭირდები, გლოვა არ გვინდა”, – განაცხადა გია ბუღაძემ.