რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ დასაკისრებლად და „ევროპაში მშვიდობის აღსადგენად“.
"თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენს ვერსიას დავარეგისტრირებთ" - ამბობს მდინარაძე.
"გვაქვს ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას, უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტთან. საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტებზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები".