იური კალანდარიშვილი ამბობს, რომ ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, რის გამოც საფრთხე შეექმნა მას და მის ცოლ-შვილს და სურდა ისინი იარაღით შეეშინებინა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი გათავისუფლებას ითხოვდა.
„არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია. არავისთვის იმის საფუძველი არ მიუცია, რომ ღამის საათებში მძინარე ოჯახთან მივარდნილიყვნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ“.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ორ პირს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა, ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.