2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდება.
„18 წლამდე პირები „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღებისას გათავისუფლებული არიან მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის საფასურისგან“,- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
მოპედების მართვის საშუალება ექნებათ პირებს, რომელთაც 16 წელი შეუსრულდებათ და მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამისს გამოცდას ჩააბარებენ. საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა კი, 18 წლიდან იქნება შესაძლებელი.