ფილმი გაცოცხლებული წმინდანისა და მაღაროელების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მაცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი და მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას.
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი - „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც საქართველოს სახელით ოსკარზე „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში იქნება წარდგენილი.