„ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა“ - წერს გიორგი გახარია.
მზია ამაღლობელს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიიღო, მან მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.