საყოველთაო შიმშილობის აქციას, რომელიც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ასევე არსებული პოლიტიკური ვითარების გასაპროტესტებლად დაიწყო, უკვე 200-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.
„პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან. ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას.