როგორც ტიკარაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ყოველთვის არსებობს დიალოგის რესურსი და მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მყოფი პირები დიალოგს მიმართავდნენ.
„მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა 200 ადამიანი შიმშილობას ბელადის შანტაჟის გამო იწყებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს უბრალოდ შესაბამისი ძალაუფლება არ აქვს იმისთვის, რომ მისი იდეები განახორციელოს და ამისი შესაძლებლობა არც უნდა მიეცეს.