როგორც მანვე აღნიშნა, პარტია ესაუბრება„სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად, გამარჯვების პლატფორმა შექმნან.
„საუბარია არა რაღაც საარჩევნო სიის გაერთიანებაზე, არამედ ოპოზიციის ისეთ ერთიანობაზე, როგორიც იყო მაგალითად, მარტის აქციების დროს, როდესაც მესიჯი იყო ერთად შემუშავებული.“
ცისკარიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან, უკვე არის კონკრეტული, ხელმოწერილი მიმართვა იმის თაობაზე, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს.
„ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ ხალხმა ამოწურა თავისი თავი, ახლა თვითონაც წვალობენ და ქვეყანასაც აწვალებენ“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.