LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი: „ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში – ჩვენი ხელისუფლების გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით“

115
ანრი ოხანაშვილი

„ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ტვ „იმედის“ ეთერში აღნიშნა, „დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციისთვის არავითარ სივრცეს არ მივცემთ“

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხიც.. 2028-შიც ვაპირებთ მოგებას“ – ირაკლი კობახიძე 

„ქართულ ოცნებას“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ამ პოლიტიკისადმი.

ჩვენ ხალხთან ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა, ჩვენმა ხალხმა ირწმუნა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ იმ სტრატეგიულ პოლიტიკაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ.

ჩვენ ერთად შევძელით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში.

„ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ“ – ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

გამოწვევად რჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული საარჩევნო მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იმ დაბალმა რეიტინგმა, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო დაიწიოს.

ჩვენ დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ არავითარ სივრცეს დესტრუქციისთვის, რომ მათმა ქმედებებმა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები რამე ფორმით დააზიანოს“. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები