„პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს. ახლა „ვარდების რევოლუცია“ გაახსენდა, მანამდე ქართულ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა“. – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში საგიჟეთია“.
„ჩვენ არ ვართ კომუნისტური პარტია, რომ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ გარიცხვის საკითხი დადგეს, არ დგას ეს საკითხი ამ წუთას, იცის ეს ნიკა მელიამ, მაგრამ ამის ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს“.