პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში საგიჟეთია“. როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, „თავის პარტიაში ხაბემ აახია პარტია ბელადს, ანუ მელია ჩამოაგდო. მერე მელიაზე გაბრაზდნენ, ახლა მელია არ გადის, იმიტომ, რომ კომპიუტერი და რამდენიმე ოფისი მეკუთვნისო“.
„ვერთობი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ ვუყურებ და კომენტარებს ვაკეთებ ხოლმე შემდეგ მათთან მიმდინარე პროცესებზე. რა გითხრათ, ეტყობა ბელადს დაუფასეს და მავზოლეუმი გაუხსნეს. საგიჟეთი აქვთ. ცოცხალი კაცია და მავზოლეუმი გაუხსნეს – იქ, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბოტასი და რაღაცებს ნახავთ და ხელითაც შეგიძლიათ შეეხოთ, თუ ბელადის ჭეშმარიტი მიმდევარი ხართ, როგორც განცხადებაში უწერიათ. საგიჟეთი აქვთ. ე.ი. თავის პარტიაში ჩემმა ხაბემ აახია პარტია ბელადს, ანუ მელია ჩამოაგდო. მერე მელიაზე გაბრაზდნენ, ახლა მელია არ გადის, იმიტომ, რომ კომპიუტერი და რამდენიმე ოფისი მეკუთვნისო. საგიჟეთი აქვთ და წარმოიდგინეთ, მთავარ ოპოზიციურ ფლანგზე ჩემი ხაბე ჰყავთ ხელმძღვანელად. რას უნდა ველოდოთ – იმედგაცრუებას. მე ცოტა კომპლექსიც მაქვს, რომ შემდეგ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობით არ მოვიდეთ, არ გამორიცხოთ, იმდენად დასუსტებულები არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტური ოპოზიცია, ვისაც შეუძლია დისკუსია, რაიმე აზრის წარმოთქმა, იდეების წარმოთქმა, საღი, ჯანმრთელი კომენტარის გაკეთება. აბა, ახლა დააკვირდით, რომლისგან შეიძლება მოისმინო რაიმე ადეკვატური და ნორმალური. ერთმანეთის ხელის შეშლა, დასმენა, ჩაშვება, რევოლუციური სცენარები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამათ ჰგონიათ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ. ჩვენ ეს გავიარეთ, ნანახი გვაქვს და არ სჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევროინტეგრაცია, რასაც ჩვენ მივაღწევთ“, – აღნიშნა ზარქუამ.
