„ყველანაირი დარბევა გვინახავს, მაგრამ სცემდნენ ქალებს, სცემდნენ შშმ პირებს, მართლა პირველად ვნახე“ - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც მსახიობების პროტესტს შეუერთდა და გაიფიცა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, ოპოზიციურმა სპექტრმა კარგად უნდა გაიგოს, რომ საზოგადოება მათ არ ენდობა, განწყობები ნათელია და ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა ეფექტური ქმედებები.
როგორც ნანკა კალატოზიშვილი წერს, რცხვენია რომ იყო წამყვანი იმ გადაცემის, სადაც წლების წინ კესარია ჰყავდა სტუმრად და მას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვებს უსვამდა.