სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, გაუგებარია, რა პრინციპით განისაზღვრა მოხმარების ერთჯერადი დოზა, რადგან ნარკოტიკების რეგულარული მომხარებელი მეტ დოზას მოიხმარს, ვიდრე პროექტით არის წარმოდგენილი.
"შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ გვთავაზობს პრინციპულად ახლებურ ხედვებს და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს" - არასამთავრობო ორგანიზაციები.
დეპუტატის თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა, სხვადასხვა სიმძიმისა და ხარისხის დანაშაულებთან მიმართებაში, სამართლიანი და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას გააჩენს.