"ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ" - განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
სტოლტენბერგის განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გამახვილდება.
„ნატოში ყველას კარგად ესმის, რომ აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური ქმედებების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატივა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პასუხებია“, - განაცხადა კონსტანტინ გავრილოვმა.