ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. აქვე რეზნიკოვი ამბობს, რომ ომი მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს.
მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სკეპტიკოს ქვეყნებში გერმანიას და საფრანგეთს მოიაზრებს. ამ აზრს კი უმყარებს საფრანგეთის მიერ გაცხადებული ინიციატივა ახალი ტიპის „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნის შესახებ.