LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » NCDC » გვერდი 4

NCDC

1 ოქტომბრის მდგომარეობით, აცრის შემდგომი გართულება გამოვლინდა 1699 შემთხვევაში და დაფიქსირდა გარდაცვალების 6 ფაქტი: NCDC-ის ანგარიში

NCDC-ს დოკუმენტის მიხედვით, 6 ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

NCDC-ს ანგარიში: 18 წლამდე ასაკის პირებში გარდაიცვალა 8 მოზარდი, დაფიქსირდა ინფიცირების 90 000-ზე მეტი შემთხვევა, სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა 7 708-ს

ანგარიშის მიხდევით, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

პანდემიის დაწყებიდან 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენდა, რაც 8.6% არის: NCDC

მათივე ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.

NCDC: “ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია

"1 ნოემბრიდან იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: "ფაიზერი", "სინოფარმი" ან "სინოვაკი", - წერია ინფორმაციაში. 

NCDC: უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი

"კოვიდინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა" - წერია NCDC-ს მიმართვაში.