LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC-ს ანგარიში: 18 წლამდე ასაკის პირებში გარდაიცვალა 8 მოზარდი, დაფიქსირდა ინფიცირების 90 000-ზე მეტი შემთხვევა, სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა 7 708-ს

105
1

2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას აქვეყნებს

ეს მონაცემები ასახულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვაში, რომელიც NCDC-მ გუშინ გამოაქვეყნა. 

ანგარიშის მიხედვით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%),

მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხდევით, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.