"დაჯილდოებას" დაველოდოთ - ირმა ჭკადუას თქმით, დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც აქვს ყველა ის მტკიცებულება წარდგენილი, რომელიც ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
გვაზავას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი არ განიცდიდა ტკივილს და საერთოდ არ იცოდა მის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ.
მისივე განმარტებით, მას ნელი დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დოროყაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.