მისი განმარტებით, „რუსული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინის და კრემლის პოლიტიკის ირიბი ან პირდაპირი თანამონაწილეა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფესვები პირველ რიგში რუსულ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“.
„ვფიქრობ, რუსეთის დასუსტება საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან რუსეთს აღარ შეეძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხარდაჭერა იმ დონეზე, რა დონეზეც აქამდე ახორციელებდა", - აცხადებს ანალიტიკოსი.