„გულწრფელად გეტყვით, პროკურატურას მინდა ვუთხრა, „გაჩალიჩებულ“, ბოდიში, დანაშაულებებზეც კი უკეთესად შეიძლებოდა მომზადება“, - განაცხადა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.
„მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა.“ – თქვა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ.