LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს – გვარამიას ადვოკატი

181
Untitled design (55)

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა იმ სისხლის სამართლის საქმის სიყალბე, რომლის გამოც გვარამია ციხეში იმყოფება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიშანდობლივი იყო პროკურატურის რეპლიკა, რომელმაც შემაჯამებელი არგუმენტების ნაცვლად სამაუწყებლო ბადის და ,,კაბალური ხელშეკრულების” შესახებ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწევს.

„ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით.

დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში.

ნიშანდობლივი იყო პროკურატურის რეპლიკა, რომელმაც შემაჯამებელი არგუმენტების ნაცვლად სამაუწყებლო ბადის და ,,კაბალური ხელშეკრულების” შესახებ ისაუბრა.

ცხადია, მსგავს საკითხებზე სისხლის სამართლის განხილვისას საუბარი არ უნდა ხდებოდეს. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა იმ სისხლის სამართლის საქმის სიყალბე, რომლის გამოც გვარამია ციხეში იმყოფება”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამავე თემაზე:

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში უკვე დაწერილია გადაწყვეტილება“ – ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი აქციის ფონზე

გვარამიას მეუღლე: „მივმართავ მოსამართლეებს – დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვის არ შერცხვებათ“

ხაბეიშვილი: იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ციხეში არავინ წასულა, ერთადერთი ნიკა გვარამიაა – ეს არის ივანიშვილის პირადი ბოღმა

პოპულალურები