„ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რთულია რამე მოლოდინი გქონდეს..“,- ამის შესახებ მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.
დღეს ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასვკნითი სხდომა მიმდინარეობს.
„თავისუფლებისთვის მებრძოლი თავგადადებული ადამიანის გამოკეტვა არაკანონზომიერია.. ნიკა გვარამია აუცილებლად გამოვა და თავის საქმიანობას გააგრძელებს“, – აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.
❗ თავისუფლებისთვის მებრძოლი თავგადადებული ადამიანის გამოკეტვა არაკანონზომიერია – სოფო ნიჟარაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2022
სააპელაციო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით აქციაც გაიმართა. სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან ნიკა გვარამიას მხარდამჭერები, მეგობრები და თანამოაზრეები.