LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას მეუღლე: „მივმართავ მოსამართლეებს – დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვის არ შერცხვებათ“

139
Untitled design (2)

დღეს, 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი იმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში უკვე დაწერილია გადაწყვეტილება“ – ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი აქციის ფონზე

სასამართლოში მივიდა ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი, რომელმაც მოსამართლეებს მოუწოდა – ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ:

„სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აწყობს ნიკა თავისუფლებაზე და აწყობს, რომ ის იყოს გამოკეტილი, რადგან ნიკას გარეთ ყოფნა ძალიან ბევრ რამეში უშლით ხელს და მათ გეგმებში, ასე ვთქვათ, არ ჯდება.

მინდა, მივმართო მოსამართლეებს – არ დაამახინჯონ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორია, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც საკუთარი შვილების თვალებში ჩახედვის არ შერცხვებათ“, – აღნიშნა სოფო ლილუაშვილმა.

სოფო ნიჟარაძე: „თავისუფლებისთვის მებრძოლი თავგადადებული ადამიანის გამოკეტვა არაკანონზომიერია.. ნიკა გვარამია აუცილებლად გამოვა“

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა მას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები