,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესს სამართლებრივ დავასთან კავშირი არ აქვს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
,,იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ციხეში არავინ წასულა, ერთადერთი ნიკა გვარამიაა – ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირადი ბოღმა, ამ ყველაფერს სამართლებრივ დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვიცით სადაც წყდება ამ სასამართლოს ბედი”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.
პროკურატურა მას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.