„მინიმუმ თვეების გატარება მოუწევს ციხეში ნიკა გვარამიას იმიტომ, რომ ვიღაცამ ამასობაში უნდა დაისვენოს, სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ხდება.“– თქვა გიორგი გაბუნიამ.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა, რომ ის საპატიმროდან არ უნდა გამოვიდეს თუ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება.
"საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი [1] გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას."