პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა გამოიყენეს მაშინ, როცა ქვეყანამ იცოდა ეს საკითხები ევროპარლამენტის რეზოლუციაში დადგებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მათ შეისწავლეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მათივე შეფასებით, ვერ პასუხობს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს.
პაპუაშვილის თქმით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პირი დამნაშავეა, განაჩენი გამოაქვს და პაპუაშვილის სიტყვებით, „ამას შეფასებები და ადამიანების განსჯა ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს“.