LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: სახალხო დამცველმაც თქვა, რომ იცნობს საქმის ერთ ეპიზოდს… ზედაპირულად აკეთებენ განცხადებებს

125
BeFunky-collage (8)

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ მედიის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პირი დამნაშავეა, განაჩენი გამოაქვს და პაპუაშვილის სიტყვებით, „ამას შეფასებები და ადამიანების განსჯა ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს“.

„რაც შეეხება შეფასებებს, საქმეს ეპიზოდურად იცნობენ, მათ შორის, სახალხო დამცველმა თქვა, რომ საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდს იცნობს, სხვებიც ამას ამბობენ და ასე, ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, რომ გააკეთონ განცხადებები – დამნაშავეა, არ არის დამნაშავე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემას“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

თუ დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 000-ის და 15 000-ის გულისთვის ზის ხალხი ციხეში და შეიწყალა ისინი ვინმემ?: მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე

ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს: ნებისმიერი წინაღობა დასავლეთისკენ გზაზე, „რუსკი კარაბლის“ გზას უნდა გავუყენოთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g