LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 000-ის და 15 000-ის გულისთვის ზის ხალხი ციხეში და შეიწყალა ისინი ვინმემ?: მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე

146
მდინარაძე - გვარამია

„თუ დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 000-ის და 15 000-ის გულისთვის ზის ხალხი ციხეში და შეიწყალა ისინი ვინმემ?“, – ასე პასუხობს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებულ პროცესებს ვერ დააზიანებს და „შეუძლებელია დასავლეთმა ამ პროცესების დაზიანების ავტორობა იტვირთოს იმისათვის, რომ ვიღაც ჩადენილი დანაშაულისათვის დაისაჯა“.

„მე, როგორც თქვენ, სისხლის სამართლის საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ. მე მოვისმინე მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტები. დაცვის მხარის არგუმენტები არც ერთი მომისმენია. მოვისმინე ზოგადი: „მედიამენეჯერის დაჭერა როგორ შეიძლება“, „დემოკრატიას ეწინააღმდეგება“. ასეთი რაღაცებს საუბრობენ. კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი, ფაქტობრივი არგუმენტი, რატომ არ ჩაუდენია ამ ადამიანს დანაშაული, არ მომისმენია. ზოგადი მესიჯებით შემოიფარგლებით როგორც ყოველთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას – თუ ეს დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 ათასის და 15 ათასის გულისთვის ზის ხალხი ციხეში. შეიწყალა ის ხალხი ვინმემ?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები