კორტნის შეფასებით, 2019 წლის ივნისის აქციებზე დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების შემდეგ, დასავლეთმა ეს ყველაფერი ყველაზე ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად უნდა შეაფასოს.
პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალირებისგან და დაუბრუნდნენ პირადაპირ დიალოგს.
სამხარაძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერს აკავებენ, ეს ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, რასაც დასავლელი პარტნიორები პოლიტიკურად აფასებენ და ამას მმართველი გუნდიც ადასტურებს.