LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო კვარაცხელია

„ყველაფერი ბოლო სენტიმენტებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როცა ეს ბოლო შობს მომავალს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები“- ნიკო კვარაცხელიას დედა მოსწავლეებს სკოლის დასრულებას ულოცავს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ფოტოს აქვეყნებს და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას ულოცავს.

„ნიკო უდავოდ მანდ დგას ახლაც! თქვენი მფარველია ისე, როგორც ამ პოსტერზე გახსენებული ყველა ადამიანი!გამარჯვება ჩემო შვილებო გარდაუვალია.. თქვენი გამარჯვება ჩემი ნიკოს გამარჯვებაა!“ – იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ბანერის ფოტოს გვიზიარებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გამოფინეს და იმ მეგობრების სახელები და გვარებია ჩაწერილი, „რომლებიც ამ ადამიანების გვერდით იქნებოდნენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

„თქვენ არ იცით, როგორი ტკივილია დახვრეტილი შვილის მშობლობა.. ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია და დღემდე მფარველობს მკვლელებს“ – იზა ომაძე

იზა ომაძის განცხადებით, „ახლა მთელი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალს დაუწყეს ბრძოლა❗️“. სწორედ ამიტომ, იზა ომაძე მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგია.