LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების , ჩვენი მომავლის მფარველობას.. ნათელი მომავალი გარდაუვალია, მონატრება კი სულის ტკივილამდეა“ – იზა ომაძე

376
იზა ომაძე და ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში შვილის ვიდეოს აქვეყნებს და ნიკოლოზობას ულოცავს იმიერ საქართველოში.

„ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს
გილოცავთ
შვილო!
“როცა მთვარე ამოვა, იქნება მზიანი ღამე!”
“მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა.მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…”(ნ. დუმბაძე)
P.S. ამ ს ი ნ ა თ ლ ე ს ვერ გაუძლო ბოროტმა!!!
ეშმაკმა იფიქრა რომ ჩააქრო, მაგრამ ვერა!!!!!
ერთად აკაშკაშდააა , ერთად განათდაააააა და მზიანი ღამე გაათენდაააა.
ნიკოლოზობას გილოცავთ შვილო.
წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების , ჩვენი მომავლის მფარველობას….
გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია.
მონატრება კი სულის ტკივილამდეა“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

„საუკეთესო დამწყებ ტექ-ანტერპრენერებს ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი გადაეცემათ.. ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. Venture capital ფირმებისგან.“ – იზა ომაძე

იზა ომაძე: „ნიკომ მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად“

„უკვე მეორედ 12 აგვისტო შემოდის უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო! გილოცავთ დე…გაუსაძლისად მენატრები და უსამართლობა მახრჩობს” – იზა ომაძის ემოციური მილოცვა შვილისადმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები