LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზა ომაძე: „ნიკომ მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად“

1505
fot (5)

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსსა და ფოტოს გვიზიარებს.

ფოტოზე პატარა ნიკოა, რომელმაც მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო.

„მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი…

მამა გაბრიელი

ნიკომ მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად.

ვფიქრობ მამა გაბრიელი დაგვეხმარა მისი დატყვევებული საათის გამოხსნაში, რომელსაც წელიწად-ნახევარი დავეძებდი, ალბათ ის ადამიანები რომლებიც საგულდაგულოდ მალავდნენ საათს დღეს წმინდა გაბრიელის შეწევნას მოუსურვებენ ერთმანეთს!!!

მოთმინებასაც აქვს საზღვრები და დუმილი ხშირად ცოდვადაც ითვლება, იცის ნეტავ, მხედრობამ?

მთავრობამ?

საზარელი სექტემბერი ახლოვდება, მამა გაბრიელ მეოხ გვეყავ?შეგვეწიე“ – წერს იზა ომაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g