ცნობილი ბლოგერი, ფოტო_ და ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეოს ერთ-ერთ ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს, რომ სრულიად შემთხვევით, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვამდე, ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე უკანასკნელი ექსპედიცია გადაიღო.
ნატალია თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელიც ნიკოლოზ ფალიანის მიერ, მისი ექსპედიციის დროს გადაღებულ სხვადასხვა ეპიზოდს აერთიანებს.
„რაღაცნაირი სიამაყით და მოწიწებით გადაიღო ფოტო ამ ფოტოებით გადავსებული კედლის წინ. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში თვითონაც ამ საღვთო დასს შეუერთდებოდა“ - წერს ირაკლი კუცია.
ნიკოლოზ ფალიანის, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, ემოციურ პოსტს უძღვნის მთამსვლელი, სამთო გიდი შაკო მარგიანი.