მისივე თქმით, მას სურდა რომ კონსილუმს შეხვედროდა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთად შეემოწმებინა, თუმცა ციხეში განუცხადეს, რომ სააკაშვილთან შესვლას სახალხო დამცველის შემდეგ შეძლებს.
მისი განცხადებით, „გამოსავალი იქნება მისი სიკვდილი, რადგან სხვა გზა არ ჩანს“. მისივე თქმით, „სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილი და გადავიდეს პოსტ შიმშილის მკურნალობაზე, რომელიც კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია“.