დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა: ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ცოტა საუბარი უჭირს.
ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ცოტა საუბარი უჭირს.
"არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ".
მისივე განცხადებით ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
"ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში."
როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება ანალიზების პასუხების მაჩვენებელზე დაყრდნობით მიიღეს.