საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა. ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ცოტა საუბარი უჭირს.
„დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა საწოლიდან. აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს საწოლში. საკანში ვესტუმრე, რადგან პრეზიდენტს ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან. პრაქტიკულად არ ამდგარა ლოგინიდან მთელი დღე. საუბარი ცოტა უჭირს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
