უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, - ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, დასაფასებელია ე.წ. ამბოხებულთა პოზიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება იყოს ტაქტიკა.
