ნინო ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.
"ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი" - ამბობს კობახიძე.
როგორც კობახიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ომბუდსმენი იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, 7 დეკემბერს საბოლოოდ შეიძენს, რადგან ამ თარიღისთვის მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.