LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ, ფიზიკური განადგურების მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს: ნინო ლომჯარია 

316
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ, ფიზიკური განადგურების მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

“28 ივლისს სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ე.წ საშხაპეში და უთხრეს, რომ ფანჯრის რაფაზე განთავსებული ტელეფონისთვის ეპასუხა – გოგაშვილმა უპასუხა, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი” – რას ჰყვება სოსო გოგაშვილის ადვოკატი

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8) რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

სოსო გოგაშვილის მეუღლე: მივმართავ იუსტიციის და შს მინისტრებს, სუს-ის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს რაიმე ზიანს მიაყენებენ, პასუხისმგებლობას პირადად მათ ვაკისრებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე – N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

“კარიდან შევედით, დამატებითი პროცედურები არ გაგვივლია, იმ დახურულ ოთახში, სადაც ვიმყოფებოდით, ბადრაგი შიგნით არ იყო…” – სოსო გოგაშვილის შვილი ციხეში მამასთან შეხვედრაზე საუბრობს

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები