LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილის მეუღლე: მივმართავ იუსტიციის და შს მინისტრებს, სუს-ის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს რაიმე ზიანს მიაყენებენ, პასუხისმგებლობას პირადად მათ ვაკისრებ

518
BeFunky-collage

მინდა მივმართო იუსტიციის მინისტრს, შს მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“28 ივლისს სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ე.წ საშხაპეში და უთხრეს, რომ ფანჯრის რაფაზე განთავსებული ტელეფონისთვის ეპასუხა – გოგაშვილმა უპასუხა, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი” – რას ჰყვება სოსო გოგაშვილის ადვოკატი

როგორც მან აღნიშნა, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, არც სოსო გოგაშვილის უსაფრთხოება არ არის დაცული.

„მინდა მივმართო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს, ან რომელიმე ახლობელს რაიმე ზიანს მიაყენებენ ან ქუჩაში რაიმე პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მის [ბიძინა ივანიშვილის] გარეშე ხომ არაფერი ხდება, სპეცოპერაციაც მის გარეშე არ იქნებოდა დაგეგმილი. ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან და ისე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ აკრძალული გვქონდა ტელეფონზე საუბარი, კომუნიკაცია, შეხვედრაც და მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან. თუკი არ შეიძლებოდა, როგორ მოხდა ჩვენი შესვლა იქ?!“, – განაცხადა სოსო გოგაშვილის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g