სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.
"მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს, არამედ ვისურვებდი საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უფრო, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება" - ამბობს ღუდუშაური.
"არ ვადასტურებ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ვახსენე ეს და სხვა საქმეები, სადაც ჩანს პოლიტიკური მოტივაცია" - განაცხადა ლომჯარიამ.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა.