„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს“, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, „როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?“, ლუკაშენკომ თავადაც შეკითხვით უპასუხა: „არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?“
"უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ იყოს თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს - თქვენ გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას ან სამხრეთ ოსეთში, ან გაგგზავნიან რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში" - თქვა ბიბილოვმა.