სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროტონოთერაპიას.
„უცხოელი ექიმების ჩართულობით შესაბამისი საბჭო უკვე შევქმენით, საბჭო კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ კლინიკაში გაეწიოს“ - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.