LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება: „საქართველოშიც და საზღვარგარეთაც სრულად ვაფინანსებთ“

134
Untitled design

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისა და მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას 24 ივლისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, ონკოპაციენტების მკურნალობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – 3 ქვეყანაში სრულად დაფინანსდება:

„განაცხადების მიღებას ორშაბათიდან დავიწყებთ. უცხოელი ექიმების ჩართულობით შესაბამისი საბჭო უკვე შევქმენით, საბჭო კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელებს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ კლინიკაში გაეწიოს. ამის შემდეგ მშობლებს შესთავაზებენ – სად სურთ მკურნალობა.

შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ შეიძლება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ასეთ შემთხვევაში მშობელს თავად შეეძლება გადაწყვიტოს – სად ურჩევია.

თუმცა ორივე შემთხვევაში – საქართველოში იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ სრულად ვაფინანსებთ.

ასეთია სამი ქვეყანა: ისრაელის იხილოვის კლინიკა, ესპანეთის კლინიკა, სადაც პროტონოთერაპიის გაკეთებაც არის შესაძლებელი და თურქეთში – ანადოლუს კლინიკა. მეოთხე საქართველოში, იაშვილის კლინიკა, სადაც ასევე არის გარკვეული სერვისები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები