სალომე ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ შესულა.
„ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ, არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია“ - აცხადებენ უწყებაში.