LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: „პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“

129
Untitled design (1)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტთან ფარცხალაძის მოქალაქეობაზე დოკუმენტი არ გადაგზავნილა.

„ბატონმა კახამ მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში.. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“- პრეზიდენტი 

„პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

? პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, 18 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში შეჰყავს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ.

ამავე თემაზე:

„ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?“ – ფრიდონ ინჯია 

ხაბეიშვილი: „რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე ფოთისა და ბათუმის პორტებს აკონტროლებს, სადაც, მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება“

შალვა პაპუაშვილი – ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია

აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები